top of page

ანამ 2018 წელს წარმატებით დაასრულა MBA პროგრამა საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით პარიზში, საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და უძველეს IPAG Business School - ში. 

Institut de Préparation à l’Administration et à la Gestion - IPAG - მმართველი კადრების მოსამზადებელი ინსტიტუტი, ჯერ კიდევ 1965 წელს შეიქმნა და დღესდღეობით საფრანგეთის ბიზნეს სკოლების მოწინავე რიგებშია, დასაქმების მაღალი მაჩვენებლითაც (85%) გამორჩეული. IPAG ფლობს ორ კამპუსს, პარიზსა და ნიცაში. 

ანამ გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები IPAG Business School-ის პარიზის კამპუსში სწავლის შესახებ:

IPAG Business School - ის შესახებ პირველად ზუსტად ორი წლის წინ ყოველწლიურ საგaნმანათლებლო ფორუმზე შევიტყვე და მაშინვე დავინტერესდი, რადგან მათი სამაგისტრო პროგრამები აბსოლუტურად ზუსტად მოერგო იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობდი უნივერსიტეტის არჩევის დროს, კერძოდ, უნივერსიტეტის რეიტინგი, მდებარეობა, ღირებულება, კურსის კურიკულუმი, დასაქმების პერსპექტივები და ა.შ.

ზუსტად ერთი წელი გავატარე IPAG Business School-ის პარიზის კამპუსში. შეუძლებელია არ აღინიშნოს ბიზნეს სკოლის იდეალური ლოკაცია.  

IPAG Business School საფრანგეთის ულამაზესი დედაქალაქის, პარიზის, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, ფაქტობრივად, მის შუაგულში, საკულტო და ყველასთვის საყვარელი კაფე დე ფლორის (Cafe De Flore) გვერდით, რაც სტუდენტურ ცხოვრებას პარიზში კიდევ უფრო მოსახერხებელსა და საინტერესოს ხდის. ამ კონტექსტში, აღვნიშნავ იმასაც, რომ პარიზში დიდი განსხვავებაა უბნებს, ე.წ. arrondissement - ებს შორის, ამდენად, უნივერსიტეტისა და საცხოვრებელი კამპუსის მდებარეობა მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, სტუდენტის უსაფრთხოებას, კომფორტსა და დაცულობასთან დაკავშირებული.

IPAG Business School პარიზში რამდენიმე კამპუსს ფლობს, რომლებიც ერთმანეთისაგან ძალიან მცირე მანძილითაა დაშორებული და ფეხით მათ შორის გადადგილება სირთულეს არ წარმოადგენს.

 

ბიზნეს სკოლა აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარით. აუდიტორიები კი აბსოლუტურად მოწესრიგებული და ახლად გარემონტებულია.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ის მოიცავს ლექციებისა და სემინარების ერთობლიობას, რომელიც მიმართულია სტუდენტის ცოდნისა და სალექციო კურსში ჩართულობის მაქსიმიზაციისაკენ. 

სასწავლო გრაფიკი საკმაოდ მოქნილია და სტუდენტზე აბსოლუტურად მორგებული. ლექციებს ვირაში 4 დღე ეთმობა, რაც სტუდენტებს აძლევს დროსა და შესაძლებლობას ჩართონ უამრავ ე.წ extracurricular აქტივობებში საკუთარი მიზნებისა ინტერესების გათვალისწინებით; ასევე, სწავლის პარალელურად, ნახევარ განაკვეთზე მუშაობაც შეუძლიათ.

IPAG Business School - პროფესორთა უმრავლესობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდანაა მოწვეული, რომელთაც თეორიული ცოდნის გარდა ხანგძლივი პრაქტიკული გამოცდილებაც გააჩნიათ, წამყვან საერთაშორისო კომპანიებში მიღებული. ლექციებში სტუდენტი მაქსიმალურადაა ინტეგრირებული, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ე.წ. Case Study და ჯგუფური სამუშაოების, ასევე, პრეზენტაციების, სიმრავლით.

 

IPAG Business School არაერთხელ გამხდარა დასაქმების ფორუმების ორგანიზატორი. შედეგად, IPAG -ის სტუდენტებს აქვთ კონკრეტული შესაძლებლობა იპოვონ საინტერესო სტაჟირებები და მოიძიონ საფრანგეთში პროფეიული მიმართულებით დასაქმების ვარიანტები.

ამგვარად, IPAG Business School შემიძლია დავახასიათო, როგორც პრესტიჟული, პროგრესული და მზარდი ბიზნეს სკოლა, საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით ღრმა და ფუნდამენტური თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმცემი, რომელსაც, ვიმედოვნებ, გამოვიყენებ მომავალში ბიზნესის მიმართულებით წარმატებული კარიერის შესაქმნელად.

მისამართი:

ვაჟა-ფშაველას გამზ. #45, 

თბილისი

0177

მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:

+995 555 102 118

Trinityeducgroup@gmail.com

  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
bottom of page